ავარია რუსთავში, სტადიონთან

2018-02-03 22:53:04

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში, ფეხბურთის სტადიონთან დაახლოებით 22 საათზე მოხდა. არსებული ინფორმაციით მშენებელთა ქუჩაზე მოძრავ "სუბარუს" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ტროტუარზე ავარდა და კედელს დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.