მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2018-02-03 22:47:39

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 თებერვალს დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. დღის ბოლოს ქვეყნის ცალკეულ რაიონში შესაძლებელია მცირე ნალექი აღინიშნოს. დედაქალაქში უნალექო იმინდი იქნება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 4 თებერვალი +12°C, 5 თებერვალი +16°C, 6 თებერვალი +14°C, 7 თებერვალი +13°C.