ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე.
ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ავარიის შედეგად "ჟიგულის" მარკის ავტომობილი მოსრიალდა და საგზაო ჯებირს შეეჯახა. ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული. შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა 3 ადამიანი, რომლებსაც სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწიათ. ნახეთ ვიდეო.
ავტორი: ირმა კურტანიძე