ააიპ „რუსთავის სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრმა“ №7 საჯარო სკოლაში სპორტული ღონისძიებები გამართა. შეჯიბრებები მკლავჭიდში, მაგიდის ჩოგბურთსა და შაშში ჩატარდა.
ქალაქის 70 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირები მონაწილეობდნენ. ღონისძიების ბოლოს გამაჯვებულებს მედლები და სიგელები გადაეცათ. მეშვიდე საჯარო სკოლაში გამართულ სპორტულ აქტივობებს ქალაქის მერი, ირაკლი ტაბაღუა, და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
ავტორი: ირმა კურტანიძე