რუსთავის მერიის გადაწყვეტილებით XI მიკრო-რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე სოციალური საცხოვრისი აშენდება. კორპუსის მშენებლობაზე 1 055 512 ლარი დაიხარჯება, პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტრო დააფინანსებს. არსებული ინფორმაციით რეკონსტრუქცია ჩაუტარდება შენობას რომელიც XI მიკრო-რაიონში დგას. უახლოეს პერიოდში პროქტის განსახორციელებლად გამოცხადდება ტენდერი და გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია. საცხოვრისის მშენებლობა სავარაუდოდ ზაფხულის თვეში დაიწყება და მიმდინარე წელს დასრულდება.
არსებული ინფორმაციით სოციალურ საცხოვრისში 52 ოჯახი იცხოვრებს. მთავარი კრიტერიუმი სოციალური მდგომარეობის გარდა რუსთავში ცხოვრების ხანგრძლივი პერიოდი იქნება. ჩვენი ინფორმაციით ოჯახები ჯერ შერჩეული არ არის, ამ დროისთვის კრიტერიუმის დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს.