საყოველთაო დაზღვევისთვის რეგისტრაცია

2018-02-03 11:35:55

საქართველოს მასშტაბით საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში პაციენტების ხელმეორედ რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს.

მოქალაქეებმა საყოველთაო დაზღვევით სარგებლობისთვის ახალი ხელშეკრულება უნდა გააფორმონ.

რუსთავში რეგისტრირებულმა პაციენტებმა ხელახალი რეგისტრაციისთვის იმ სამედიცინო დაწესებულებას უნდა მიმართონ, სადაც უკვე რეგისტრირებული იყვნენ. ხელმეორედ რეგისტრაციის არ გავლის შემთხვევაში დაზღვევა არ უქმდება, თუმცა სერვისით სარგებლობის დროს აუცილებელი იქნება თავიდან დარეგისტრირება. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს სამედიცინო დაწესებულების შეცვლა სურს, მაშინ მან  სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებით უნდა მიმართოს.

რეგისტრაციის დროს მოქალაქეებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. რეგისტრაცია უფასოა.

 

ავტორი: ირმა კურტანიძე