ქალაქის მერის, ირაკლი ტაბაღუას ინიციატივით, მოსახლეობის სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, რუსთავში მიკროავტობუსებს ახალი მარშრუტი დაემატა. #11 სამარშრუტო ხაზი 5 თებერვლიდან ამოქმედდება.
მარშრუტის მოძრაობის მიმართულება: საბითუმო ბაზარი – XVII მიკრო რაიონი – XX მიკრო რაიონი – აზოტის საავადმყოფო თბილისის ქუჩა – ვაჟა-ფშაველას ქუჩა – მერია. უკუმიმართულება: მერია – ვაჟა-ფშაველას ქუჩა – თბილისის ქუჩა – აზოტის საავადმყოფო – XX მიკრო რაიონი – XVII მიკრო რაიონი – საბითუმო ბაზარი.
მიკროავტობუსები 08:00 საათიდან 20:00 საათამდე 5-8 წუთიანი ინტერვალით იმოძრავებენ, მგზავრობის ღირებულება კი 50 თეთრი იქნება.
ტრანსპორტი ტესტირების რეჟიმში იმუშავებს.