რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა იმ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა რომლებიც ქალაქის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში პერიოდულად მონაწილეობას იღებენ. შეხვედრაზე მიმდინარე წლის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. ირაკლი ტაბაღუამ მოისმინა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლების ხედვები და მოსაზრებები. მთავარი აქცენტები გაკეთდა იმაზე, თუ როგორ უნდა განხორციელდეს დაგეგმილი პროექტები ხარვეზების გარეშე. ცნობილია, რომ 2018 წელს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება, კეთილმოეწყობა და რეაბილიტაცია ჩაუტარდება რამდენიმე ქუჩას, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება: ერისთავის, ორბელიანის, ქუჩიშვილის, დადიანის, ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის, გორის, იაღლუჯის, ბარათაშვილის, ასლანიკაშვილის, კონსტიტუციის, ბათუმის, ჭავჭავაძის და მშვიდობის ქუჩებზე. ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი ადგილობრივი, ხოლო ნაწილიც ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
ავტორი: ანა ჯვარიძე