პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი წევრი და რუსთავის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი დავით კაპანაძე ირმა ინაშვილის ბრალდებას უარყოფს. „ინფო რუსთავთან“ საუბრისას იგი აცხადებს, რომ სამი წლის მანძილზე აქტიურად იყო ჩაბმული ორგანიზაციის განვითარებაში და ყველა ფინანსურ საკითხს საკუთარი სახსრებით აგვარებდა: "3 წელი პარტიის ოფისის ხარჯებს მე ვიხდიდი" აცხადებს კაპანაძე. მისთვის გაურკვეველია პარტიიდან გარიცხვის მიზეზი. დავით კაპანაძე ადასტურებს ფაქტს, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრებმა, მამუკა აბულაძემ და კობა ლომიძემ მას შესთავაზეს ახალი ფრაქციის შექმნა, ამის შესახებ მან აცნობა ირმა ინაშვილს რაზეც უარყოფითი შეფასება მიიღო, რადგან პარტიის გენერალურ მდივანს არსურდა ბოკერიას ყოფილ თანაპარტიელებთან ფრაქციის შექმნა. დავით კაპანაძე აცხადებს რომ ის დაემორჩილა ირმა ინაშვილის გადაწყვეტილებას. გარდა ამისა, დავით კაპანაძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ ირმა ინაშვილისგან ხშირად ყოფილა დამამცირებელი, შეუფერებელი, შეურაცმხყოფელი და ცილისმწამებლური საქციელი. პატრიოტთა ალიანსის რუსთავის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე მის პარტიიდან გარიცხვას უსამართლო ნაბიჯად მიიჩნევს.
ჯერჯერობით ყოფილ ხელმძღვანელს წასვლის თაობაზე განცხადება არ დაუწერია. იგი პარტიის ოფიციალურ გადაწყვეტილებას ელოდება. შეგახსენებთ რომ ირმა ინაშვილმა "ინფო რუსთავთან" ინტერვიუში დავით კაპანაძეზე საუბრისას აღნიშნა რომ - "მან 1600 ლარად გაყიდა პარტია და იდეები".
ავტორი: ნინა პარუნაშვილი