ბაღის ფანჯრებზე გაკრული ცელოფნები [video]

2018-02-02 21:16:53

რუსთავის №32-ე ბაგა-ბაღის ჯგუფებში ხის ფანჯრებზე გაკრულ ცელოფნებთან დაკავშირებით განმარტება "ინფო რუსთავთან" ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა გააკეთა.

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ინფორმაციით, №32-ე საბავშვო ბაღში, რომელშიც 12 ჯგუფია, 10 მათგანში მეტალო-პლასტმასის, 2 ჯგუფში კი ხის ფანჯრებია ჩასმული, რომლებზეც ცელოფნები სიცივისგან დასაცავად მშობლების ინიციატივითა და მოთხოვნით გააკრეს, თუმცა ეკა ხუციშვილის განცხადებით, ჯგუფებში გათბობის პრობლემა არ დგას, რადგან ყველა ჯგუფი უზრუნველყოფილია გამათბობლით.

"ამ 12-ჯგუფიან ბაღს 10 ჯგუფის კარ-ფანჯარა სრულიად გამოცვლილი აქვს და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 6 სააღმზრდელო ჯგუფს, კაპიტალურად შეკეთდა ჯგუფები, 2 სააღმზრდელო ჯგუფი დაგვრჩა ისე, რომ კარ-ფანჯარა გამოსაცვლელია, თუმცა აუცილებლად გამოიცვლება." - განაცხადა ეკა ხუციშვილმა.
#32-ე ფილიალის ორ ჯგუფში ფანჯრები სააღმზრდელო პროცესის დასრულების შემდეგ, ზაფხულში გამოიცვლება.

შეგახსენებთ, აღნიშნულ ბაღში  შემოღობვისა და მისასვლელი გზის რეაბილიტაციაც იგეგმება. ნახეთ ვიდეო.

ავტორი: ირმა კურტანიძე