მტკვრის მიმდებარე ტერიტორია ცხვრის ლეშისგან გასუფთავდა. შემთხვევა ორი კვირის წინ რუსთავის ფერმაში მოხდა, სადაც 150-მდე ცხვარი გრიპის გამო დაიხოცა. „ინფო რუსთავის“ მიერ ხელმეორედ გაშუქების შემდგომ, ინფექციის არიდების მიზნით, ფერმერებმა სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართეს, რის შემდეგაც სარწყავი არხი გასუფთავდა ცხოველის ლეშისგან, ხოლო მათი უტილიზაცია მარნეულში მოხდა.
ავტორი:ნინა პარუნაშვილი