დანგრეული სადარბაზო [photo]

2018-02-02 11:14:24

რუსთავში, ლეონიძის ქუჩის #16 კორპუსის მაცხოვრებლები "ინფო რუსთავს" დაუკავშირდნენ და პრობლემის მოგვარების გაშუქება სთხოვეს. მათი თქმით საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სადარბაზოს შესასვლელი თითქმის მთლიანად დანგრეულია. მოსახლეობის თხოვნაა რომ აღნიშნული პრობლემით შესაბამისი სამსახურები დაინტერესდნენ. მერიის ააიპ "რუსთავის კორპუსში" "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ საკითხის შესახებ ინფორმირებულიები აირიან, ამ მომენტისთვის მიმდინარეობს პროექტის შეძენა და შემდეგ უკვე გამოცხადდება ტენდერი, თუმცა სამუშაოები მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდება თუ ადგილობრივი მოსახლეობა თანამონაწილეობით 80%-20% შევა (20% იხდის კორმუსის მოსახლეობა).