"მან 1600 ლარად გაყიდა პარტია და იდეები" [VIDEO]

2018-02-01 19:36:02

„პატრიოტთა ალიანსის“ რუსთავის ორგანიზაციის ხელმძღვანელად თორნიკე არევაძე დაინიშნა. არევაძე პარტიის რუსთავის ოფისის თავმჯდომარედ ირმა ინაშვილმა წარადგინა.

თორნიკე არევაძემდე მის თანამდებობას დავით კაპანაძე იკავებდა, რომელიც "პატრიოტთა ალიანსიდან" 10 დღის წინ გარიცხეს.
ირმა ინაშვილმა "ინფო რუსთავთან"  კაპანაძის პარტიიდან გარიცხვის მიზეზებზე ისაუბრა "ვწუხვარ, რომ ბატინმა დავთ კაპანაძემ რამდენიმე სამარცხვინო ტყუილი თქვა, ტყუილია და სიცრუეა თითქოს მან არ იცოდა, რომ როცა ის გავიდოდა საკრებულოში, პარტიას სათავეში უნდა ჩადგომოდა თორნიკე არევაძე, წინასწარ იყო ამაზე საუბარი პარტიაში და არაფერი არ ხდება ჩვენთან ერთპიროვნულად აზრთა შეჯერების გარეშე." - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ინაშვილის თქმით, დავით კაპანაძე "ევროპული საქართველოს" ყოფილ წევრებთან ერთად ფრაქციის შექმნას აპირებდა, რაზეც ინაშვილისა და კაპანაძის მოსაზრებები ერთმანეთს არ დაემთხვა.

დავით კაპანაძე საკრებულოში მუშაობას დამოუკიდებელ დეპუტატად  განაგრძობს. ნახეთ ვიდეო.


 

ავტორი: ირმა კურტანიძე