საკრებულოში მე-5 ფრაქცია შეიქმნა

2018-02-01 18:09:15

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალი ფრაქცია "ქართული ოცნება-მწვანეები" შეიქმნა.
ფრაქციას ბონდო მამულაშვილი უხელმძღვანელებს, მასში კი დავით იშხნელი და რამაზ გოგობერიშვილი უკვე გაწევრიანდნენ.

ფრაქცია ძირითადად რუსთავსა და საწარმოო ზონაში არსებულ ეკოლოგიურ პორობლემებზე იმუშავებს. ფრაქციის წევრები არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობას შეისწავლიან და პრობლემების აღმოფხვრის გზებზე იმსჯელებენ.

რუსთავის საკრებულოში "ქართული ოცნება-მწვანეები" რიგით მე-5 ფრაქციაა.
საკრებულოში კიდევ ოთხი: "ქართული ოცნების", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", "კონსერვატორებისა" და "მრევწველების" ფრაქციებია შექმნილი.

 

ავტორი: ირმა კურტანიძე