აივნების შეკეთება დაიწყო

2018-02-01 13:19:32

რუსთავში, კოსტავას გამზირზე დაზიანებული აივნების შეკეთება დაიწყო. აივნების ქვედა ნაწილიდან ბათქაში რამდენიმე დღის წინ ჩამოინგრა. ამ მომენტისთვის კომპანია "დაგი"-ს თანამშრომლები ადგილზე იმყოფებიან და სამუშაოებს აწარმოებენ. დაზიანებული აივნების რაოდენობა დაახლოებით ათია. სამუშაოების მწარმოებელი კომპანია ვალდებულია სამუშაოების დასრულებიდან 5 წლის მანძილზე შეაკეთოს და გამოასწოროს ყველა ის ხარვეზი რაც ამ პერიოდში გამოჩნდება. შეგახსენებთ რომ კოსტავას გამზირის რეაბილიტაცია 15 თვის წინ დასრულდა.