აივანების ნაწილი ჩამოინგრა [photo]

2018-01-31 22:05:17

რუსთავში, კოსტავას გამზირზე რეაბილიტაციიდან 15 თვეში აივნების ნაწილი ჩამოინგრა. საუბარია აივნების ქვედა, ბათქაშიან ნაწილზე, რომელიც თავიდან დაიბზარა, რამდენიმე დღის წინ კი მთლიანად პირდაპირ ტროტუარზე ჩამოვარდა. ჯამში 10-მდე აივანია დაზიანებული, თვითმმართველობის ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ რომ დაბზარული აივნები მათ ჯერ კიდევ 10 დღის წინ შეამჩნიეს, დაასურათეს და ფაქტის შესახებ სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას აცნობეს. კომპანიაში აცხადებენ რომ ფაქტის მათთვის ცნობილია - "ხვალ თბილისიდან ჩამოვა სამუშაო ჯგუფი, ნახავენ დაზიანებულ ადგილებს, მოხდება შესწავლა და შემდეგ შეკეთება".

არსებული ხელშეკრულებით ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია სამუშაოების დასრულებიდან 5 წლის მანძილზე აღმოჩენილი ზიანი გამოასწოროს და შეაკეთოს.