სკოლის მოსწავლეები დაჭრეს

2018-01-31 21:08:58

ე.წ. "რესპუბლიკურ საავადმყოფოში" ორი დაჭრილი მოზარდი შეიყვანეს. არსებული ინფორმაციით ახალგაზრდები #35 სკოლის მოსწავლეები არიან. სად და რა ვითარებაში მოხდა მოზარდების დაჭრა ჯერ-ჯერობით უცნობია. საავადმყოფოში გაკეთდა კომენტარი - "ორივეს აღენიშნება გულმკერიდის წინა ზედაპირზე მარცხენა ნახევარში ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, შესაბამისი კვლევებით დასტურდება რომ ჭრილობა არის შემავალი, ამ ეტაპზე პაციენტების მდგომარეობა არის სტაბილური, ქირურგიული ჩარევა არ იგეგმება". საუნივერსიტეტო კლინიკაში მობილიზებულია პოლიციაც. შსს-ში აცხადებენ რომ ფაქტზე გამოძიება 117 მუხლით დაიწყო რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.