მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ბიზნესმენ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე კომენტარი გააკეთა - "არის ვერსიები, რა თქმა უნდა არის მოპოვებული უკვე გარკვეული მტკიცებულებები რომლებიც გარკვეულ ვერსიებს ამყარებენ და გარკვეულ ვერსიებს აბათილებენ. თუმცა ამ დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მე ვერ ვისაუბრებ."