საკრებულომ 2017 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

2016-12-22 16:27:34

დღეს საკრებულოს 30-ე სხდომა გაიმართა, რომელზეც  ქალაქის 2017 წლის განახლებული ბიუჯეტი დაამტკიცეს.  რუსთავის მომდევნო წლის ბიუჯეტი 34 074 200 ლარითაა წარმოდგენილი და ძირითადად ინფრასტუქუტურასა და სოციალურ პროგრამებზეა ორიენტირებული. 2016 წლის ბიუჯეტთან შედარებით 800 000 ლარითაა შემცირებული ადმინისტრაციული ხარჯები, რაც მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების პრემიებსა და დანამატებს გულისხმობს.  სოციალური ხარჯები კი 38 000 ლარამდე  გაიზარდა, აგრეთვე ინფრასტრუქტურული ხარჯებმა 100 000 ლარით მოიმატა. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, წარმოდგენილი ბიუჯეტი, სავარაუდოდ, რამდენიმე მილიონი ლარით  რეგიონული განვითარების ფონდისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერითაც მოიმატებს.