ავტოსაგზაო შემთხვევას 2 პირი ემსხვერპლა

2025-05-30 19:37:38

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელეში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 პირი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მანქანა ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც მასში მყოფი ორი ადამიანი დაიღუპა.

ტაბულა დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს, ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მასალა განხლდება.