ბაქანზე ჭერი ჩამოინგრა [photo-video]

2018-01-30 14:25:46

თბილისში, მეტრო ვარკეთილში შეკიდული ჭერი ჩამოინგრა. ჭერი მაშინ ჩამოინგრა როდესაც ბაქანზე რამდენიმე ათეული მგზავრი იმყოფებოდა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები, ამ დროის ინფორმაციით შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. მეტროში, ვითარების და ფაქტის ადგილზე სანახავად მივიდა თბილისის მერი კახი კალაძე, რომელმაც განაცხადა რომ სამუშაოების მწარმოებელი კომპანია ადეკვატურად უნდა დაისაჯოს. გთავაზობთ ექსკლუზიურ ფოტოებს რომელიც "ინფო რუსთავის" მკითხველმა მოგვაწოდა. ვიდეოს მარიამ იმერლიშვილი ავრცელებს.