ქობულეთში ერთ-ერთ საწარმოში, სადაც ინერტული მასალის მიღება-გადამუშავება მიმდინარეობს, 55 წლამდე მამაკაცი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, დასაქმებული მწობრიდან გამოსული მძიმე ტექნიკის შეკეთებას ცდილობდა, რა დროსაც ტექნიკა დაგორდა და მამაკაცი მოიყოლა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო და სხვა სამუშაოების წარმოებისას წესების დარღვევას გულისხმობს.