სხვადასხვა ქვეყნის ლიდერმა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

2025-05-26 11:05:02

დღეს 26 მაისია და საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.

ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მსოფლიოს სხვდასხვა ქვეყნის ლიდერმა მიულოცა.

"ვულოცავთ ჩვენს ქართველ მეგობრებს დამოუკიდებლობის დღეს! ქართველები ყოველთვის დაუღალავად შრომობდნენ დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის თავიანთ ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს

"ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. თავისუფლება და დემოკრატია ფასდაუდებელია და მათი დაცვა ყოველთვის აუცილებელია, - ამის შესახებ. ამ მნიშვნელოვან დღეს სრულ სოლიდარობას ვუცხადებ თავისუფლებისმოყვარე ყველა ქართველს“, - წერს ლატვიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

“დღეს საქართველოს ყველა მოქალაქეს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ. გაქვთ საფუძველი იამაყოთ იმით, რომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საუკუნოვანი მემკვიდრეობა შეინარჩუნეთ და ბოლო 34 წლის განმავლობაში დამოუკიდებელ სახელმწიფოს აშენებთ. ამ წლების განმავლობაში ევროკავშირი ყოველთვის საქართველოს გვერდში ედგა. ჩვენ ვუწევდით სასიცოცხლო დახმარებას, მხარს ვუჭერდით დემოკრატიულ რეფორმებს, ვხსნიდით წვდომას ევროპულ ბაზრებზე და საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის საშუალებას ვაძლევდით. ამავდროულად, ეს დღე მძლავრი შეხსენებაა იმისა, რომ დამოუკიდებლობა და დემოკრატია არასოდეს არ უნდა ჩაითვალოს გარანტირებულ მოცემულობად. ევროკავშირი მტკიცედ რჩება საქართველოს ერთგული - სოლიდარობის, პარტნიორობისა და ევროპული დემოკრატიული მომავლის საერთო რწმენით. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს მეგობრები ვართ. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! წინ საქართველო, წინ!” - ევროკავშირის ელჩი მოქალაქეებისადმი მიმართვას ავრცელებს.

"დღეს საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებში“,- საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

"მაშინ, როცა ქართველი ხალხი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, მე და ჩემი მეუღლე სიხარულით გიგზავნით ჩვენს ყველაზე გულთბილ მილოცვებს. მოუთმენლად ველი ჩვენი ქვეყნების ხალხებს შორის მჭიდრო მეგობრობისა და ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას. მე და ჩემი მეუღლეს დიდი სიამოვნებით ვუსურვებთ ყველა ქართველს საუკეთესო სურვილებს“, - აღნიშნულია გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III წერილში.

"ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს.
ოცდაათ წელზე მეტია, ჩვენს ერებს შორის მეგობრობა და პარტნიორობა აგებულია დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და უკეთესი მომავლისკენ სწრაფვის საერთო ღირებულებებზე.    
ამ დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ქართველი ხალხის სიძლიერეს, გამძლეობას და ჩვენს მტკიცე კავშირებს.  ქართველი ხალხის სიყვარული და ერთგულება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი შთამაგონებელია. შეერთებული შტატები ერთგული რჩება პარტნიორობის, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ",-  ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაშია აღნიშნული.

"ესტონეთი თავისუფლებისმოყვარე ქართველ ხალხს გულითადად ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“, - აღნიშნულია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

"ყველა ქართველს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! დანია აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევ მხარდაჭერას", - ამის შესახებ საქართველოში დანიის ელჩი, ანე ტოფტ სორენსენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

"ძვირფასო ქართველებო, გულითადად გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! შვედეთი საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად რჩება, - საქართველოში შვედეთის საელჩო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს

"ნიდერლანდების სამეფოს სახელით, მსურს ქართველ ხალხს გულითადად მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, საქართველოს ბევრი ბრძოლა მოუწია და ბევრი მსხვერპლის გაღება მოუხდა. ქართველი ხალხი დღემდე აგრძელებს საკუთარი თავისუფლების დაცვას თავისთვის და მომავალი თაობებისთვის. ნიდერლანდები საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან თქვენი სანდო პარტნიორი და მეგობარია. ჩვენ ვრჩებით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ჩვენი ურყევი მონაწილეობის მეშვეობით. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ და ვიქნებით. გაუმარჯოს საქართველოს!“,- განაცხადა საქართველოში ნიდერლანდების ელჩმა, მელინე არაკელიანმა.