მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ინფორმაციით, ჭერის ჩამონგრევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა.
ადგილზე სამაშველო ეკიპაჟი და საპატრულო პოლიცია მუშაობს. ამ დროისთვის დაშავებულები კლინიკებში გადაყავთ.
ავტორი: ირმა კურტანიძე