ქუთაისში მეზობელმა მეზობელი ცივი იარაღით მოკლა.
ადგილობრივი მედიის "ინფო იმერეთის" ინფორმაციით, მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.
მამაკაცებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ერთმა მეორეს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.
მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია და მას სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.