2018-01-29 22:13:36
რუსთავში, მარცხენა და მარჯვენა სანაპიროების დამაკავშირებელ, ცენტრალურ ხიდზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს "მერსედესი"-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი დაეჯახნენ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.