რუსთავში, მეგობრობის ქუჩაზე ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა [video]

2025-05-10 17:47:44

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტმობილი შეეჯახა.

როგორც თვითმხილველებმა საინფორმაციო სააგენტოს განუცხადეს, "ფოლკსვაგენის" მარკის მსუბუქი ავტომობილი პარკინგიდან გამოდიოდა, რა დროსაც მას მგზავრებით სავსე შიდასაქალაქო მიკროავტობუსი შეეჯახა, შემდეგ კი მსუბუქი ავტომობილი ინერციით ასევე პარკინგზე მდგომ "ტოიოტას" მარკის მანქანას დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი მსუბუქად დაშავდა, მათ შორის 3 მიკროავტობუსის მგზავრია. მათ დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი.