"15 000 კვადრატზე არის დამწვარი ბაზრობის ტერიტორია"

2025-04-30 11:22:15

ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. აღნიშნულის შესახებ სახანძრო-სამაშველოს მთავარი სამმართველოს უფროსი აცხადებს.

"112-დან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, ხანძარი გავრცელებული იყო ბორჯომის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო ფართზე... ხანძრის ქრობაში, დაახლოებით, ჩართული იყო 30 სახანძრო-სამაშველო ავტომანქანა, ასევე პირადი შემადგენლობა... ამ ეტაპზე, ხანძარი ლიკვიდირებულია მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება... 15 000 კვადრატზე არის დაახლოებით დამწვარი შერეული ბაზრობის ტერიტორია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების ქრობის სამუშაოები", - თქვა სახანძრო-სამაშველოს მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანცმა.