ქართველი სუმოისტი იმპერატორის თასის მფლობელია

2018-01-27 12:30:17

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) იმპერატორის თასის მფლობელი გახდა.

ჰაცუ ბაშოს მე-14 დღეს ქართველმა სუმოისტმა ტოჩინოშინიმ შოროზანი დაამარცხა და საერთო ჯამში 13 გამარჯვება და მხოლოდ 1 წაგება აქვს.
ლევან გორგაძე მესამე ევროპელი გახდა, რომელმაც სუმოს ისტორიაში იმპერატორის თასის მოგება მოახერხა.

 

ავტორი: ირმა კურტანიძე