რუსთავი-თბილისის ავტობუსების მუშაობის საათები

2025-04-13 15:40:29

რუსთავის მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს თბილისში 5 მარშრუტზე ემსახურება.

ავტობუსების სამუშაო საათები ყველა მიმართულებაზე 07:00 საათზე იწყება.

რუსთავის ტრანსპორტის აპლიკაციაში არსებული ინფორმაციის მიხედვით:

რუსთავი-ისანი(N20) - გასვლის წერტილი: ქალაქის გასასვლელი. რუსთავიდან პირველი ავტობუსი 07:00 საათზე გადის, ისნიდან ბოლო ავტობუსი ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით 22:45  საათზე გამოდის, ხოლო პარასკევი-შაბათს 23:34 საათზე. კვირას რუსთავიდან პირველი გადის 07:00 საათზე, თბილისიდან ბოლო 22:55 საათზე;

რუსთავი-სპორტის სასახლე(21) - გასვლის წერტილი: რკინიგზის სადგურის მოედანი. რუსთავიდან პირველი ავტობუსი 07:00 საათზე გადის, თბილისიდან ბოლო 00:17 საათზე. კვირას პირველი რუსთავიდან 07:00-დან, ბოლო თბილისიდან 22:52-ზე;

რუსთავი-დიდუბე(N22) - გასვლის წერტილი: შარტავას N15. რუსთავიდან პირველი ავტობუსი გამოდის 07:00 საათზე, დიდუბიდან ბოლო 21:54 საათზე. კვირას რუსთავიდან 07:00-ზე, ბოლო თბილისიდან 21:59-ზე;

რუსთავი-მაღლივი კორპუსი(N23) - გასვლის წერტილი: გაგარინის N12. რუსთავიდან პირველი გამოდის 07:00-ზე, ხოლო თბილისიდან ბოლო ორშაბათი-ხუთშაბათი 21:24 საათზე, პარასკევი-შაბათი 21:07 საათი. კვირას რუსთავიდან პირველი 07:00-ზე, ბოლო თბილისიდან 20:55-ზე;

რუსთავი-სადგურის მოედანი(24) - გასვლის წერტილი: რჩეულიშვილის N10ა. რუსთავიდან პირველი გადის 07:00-ზე, ხოლო თბილისიდან ბოლო ორშაბათი-ხუთშაბათი - 22:30 საათზე, პარასკევი-შაბათი 22:59 საათზე. კვირას რუსთავიდან პირველი 07:00-ზე, ბოლო თბილისიდან 22:30-ზე.