მუნიციპალური თეატრის წინ არსებული სკვერი შეიძლება ითქვას რომ ქალაქის ერთერთი ძვირადღირებული სკვერია. საკმაოდ მცირე ფართობზე 12 სკულპტურა არის განთავსებული, მათი დამზადება კი სიმპოზიუმის ფარგლებში მოხდა. აღსანიშნავია რომ პირველი სიმპოზიუმისთვის რომელიც 2016 წელს ჩატარდა ქალაქის ბიუჯეტიდან 72 000 ლარი, ხოლო 2017 წელს გამართული სიმპოზიუმისთვის კი 177 000 ლარი გამოიყო. 2015 წელს სიმპოზიუმის ფარგლებში 9 სკულპტურა შეიქმნა, იმის გამო რომ არ ჰქონდათ შერჩეული განთავსების მისამართი, ძეგლები წელიწადზე მეტი მერიის წინ იდგა, 2016 წელს კი დამატებით კიდევ 11 სკულპტურა შეიქმნა. სკულპტურების მისამართებს დიდხანს ეძებდნენ, ბოლოს ქალაქის რამდენიმე ადგილზე მიმოფანტეს, 12 ქანდაკებას კი თავი მოუყარეს და თეატრის წინ სკვერში დადგეს. ამ მომენტისთვის 1 ნამუშევრისთვის მისამართი ჯერ კიდევ არ გამოუძებნიათ, რკინის კვერცხი ჯერ ისევ იქ არის სადაც მისმა ავტორმა დაამზადა.
იქიდან გამომდინარე რომ სკულპტურების დიდი ნაწილი თეატრის წინ არსებულ სკვერშია განთავსებული შეიძლება მას ერთერთი ძვირადღირებული სკვერიც ეწოდოს, თუმცა სამწუხაროდ სკვერის ინფრასტრუქტურა მოწყობილი არაა და "არაჩვეულებრივი გამოფენის" ნახვას ბევრი ვერ ახერხებს. აღსანიშნავია რომ სკვერს შესაძლოა უახლოეს მომავალში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდეს, ყოველ შემთხვევაში საპროექტო სამუშაოები უკვე დაწყებულია. იმედია სკულპტურების გამოფენას დამთვალიერებელიც ეყოლება.
ბლოგის ავტორი გიორგი ჩომახაშვილი