თბილისში, პეკინის გამზირზე, ძვირფასეულობის მაღაზია "დელფოსი" გაქურდეს. ქურდობის ფაქტს "ინფო რუსთავთან" მაღაზიის წარმომადგენელიც ადასტურებს. არსებული ინფორმაციით, მაღაზიიდან ძვირფასეულობა არ არის წაღებული. თუმცა, სალაროდან ფულია მოპარული.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ.