თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში უბედურ შემთხვევას 6 წლის ბავშვი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, კახეთში, ერთ-ერთ საგანმანათლებლო ცენტრში, ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობდა პედაგოგიკის საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც ერთ-ერთი უცხოელი მონაწილე მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ესწრებოდა.
ბავშვი სასტუმროს ტერიტორიაზე არსებულ წყალსაცავში ჩავარდა და გარდაიცვალა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.