მე-5 სართულიდან 6 წლის ბავშვი გადმოვარდა

2025-03-30 19:19:27

ახალციხეში მე-5 სართულიდან 6 წლის ბავშვი გადმოვარდა.

დაშავებული მცირეწლოვანი ბიჭი თავდაპირველად კლინიკა "იმედში" შეიყვანეს, სადაც პირველადი სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კლინიკაში განუცხადეს პაციენტი კატასტროფის ბრიგადით ახალციხიდან თბილისში გადაიყვანეს.

მისი მდგომარეობა მძიმედ ფასდება.

 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

"