"ინტერტრანსს" ახალი დირექტორი ჰყავს.

2016-12-21 15:18:40

სატრანსპორტო კომპანია „ინტერტრანსს“ ახალი  დირექტორი ჰყავს. ირაკლი ჩიღვინაძე ალექსანდრე ჯაფარიძემ შეცვალა, რომელსაც აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება აქვს, ჯაფარიძე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი იყო.გავრცელებული ინფორმაციით,  ირაკლი ჩიღვინაძის სამსახურიდან გათავისუფლება, ბოლო პერიოდში მომხდარ მოვლენებს უკავშირდება, კერძოდ რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის საფასურისა და მძღოლების გეგმიური გადასახადის გაზრდას, რაც ყოფილ ხელმძღვანელსა და მძღოლებს შორის უთანხმოებას იწვევდა. ჩიღვინაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

საკადრო ცვლილებასთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კომპანიაში უახლოეს მომავალში გააკეთებემ კომენტარს.