რუსთავში მეტალურგიის გაფიცული თანამშრომლების მხარდამჭერი საავტომობილო მსვლელობა მოეწყო.
მსვლელობა საწარმოს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო და ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში გაგრძელდა.
ავტომობილზე დამაგრებული დროშებითა და ბანერებით ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა საწარმოს თანამშრომლებმა და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ სოლიდარობა გამოუცხადეს მეტალურგიის ორი საამქროს, ფოლადსადნობისა და სორტულის, გაფიცულ თანამშრომლებს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, ლავრენტი ალანიამ განუცხადა, 31 მარტს საწარმოს ტერიტორიის მიმდებარედ დიდი საპროტესტო აქცია მოეწყობა.
შეგახსენებთ, გაფიცული თანამშრომლები გაფიცულები ხელფასების ზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.