კაცს სელფის გადაღებისას მატარებელი დაეჯახა [VIDEO]

2018-01-24 19:11:23

ახალგაზრდა მამაკაცს ვიდეო სელფის გადაღებისას მატარებელი დაეჯახა. შემთხვევა ინდოეთში მოხდა. The Times of India-ს ინფორმაციით, მამაკაცი სელფის გადაღებას ლიანდაგზე ცდილობდა, რა დროსაც მას მატარებელი დაეჯახა. ვიდეოში, ისმის მამაკაცის თანმხლები პირის ხმა, რომელიც მას საფრთხის შესახებ აფრთხილებს, თუმცა კაცი ვიდეოს გადაღებას მაინც აგრძელებს.

დაშავებული თავის არეში დაზიანებებით ჰოსპიტალში მოათავსეს. ის ამჟამად მკურნალობის კურსს გადის.

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის მარტიდან 2016 წლამდე სელფის გადაღებისას მომხდარი ტრაგიკული შემთხვევების 60% სწორედ ინდოეთში დაფიქსირდა. ნახეთ ვიდეო.


 

ავტორი: ირმა კურტანიძე