რუსთავის ბიუჯეტი 7 მილიონი ლარით გაიზარდა

2025-03-27 19:03:36

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2025 წლის ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებები განიხილა.

ბიუჯეტში ცვლილებები მუნიციპალიტეტისთვის კაპიტალური ტრანსფერის გეგმის 7 მილიონი ლარით გაზრდამ გამოიწვია.

მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის როგორც შემოსულობების, ასევე გადასახადების ნაწილის გეგმა 183 406 500 ლარით განისაზღვრა.

თანხა ხარჯვით ნაწილში თანხები მუხლობრივად სხვადასხვა მიმართულებით გადანაწილდა:

შრომის ანაზღაურება

38 900 ლარი - თეატრის ხელშეწყობის პროგრამა

116 500 ლარი - ახალგაზრდობის განათლებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელშეწყობის პროგრამასაქონელი და მომსახურება

57 800 ლარი - საზოგადოებრივი სივრცეების მოვლა-პატრონობის პროგრამა

54 200 ლარი - სპორტის განვითარების ცენტრის ხელშეწყობის პროგრამა

133 500 ლარი - ახალგაზრდობის განათლებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელშეწყობის პროგრამა

სხვა ხარჯები

2 000 000 ლარი - მრავალსართულიან საცხოვრებელ შენობებში ლიფტების რეაბილიტაციის პროგრამა

50 000 - სპორტის განვითარების ცენტრის ხელშეწყობის პროგრამა

არაფინანსური აქტივები

1 710 300 ლარი - გზებისა და ტროტუარების კაპიტალური შეკეთების პროგრამა

1000 000 ლარი - გზებისა და ტროტუარების მიმდინარე შეკეთების პროგრამა

2 309 700 ლარი - საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციის პროგრამა

230 000 ლარი - სპორტის განვითარების ცენტრის ხელშეწყობის პროგრამა

50 000 ლარი - ახალგაზრდობის განათლებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელშეწყობის პროგრამა.

ამასთანავე, ბიუჯეტის პროექტში ვკითხულობთ, რომ თანხების ნაწილში, მერიაში მოქმედ პროგრამებში, განხორციელდა შიდა ცვლილებები.

დაგეგმილი ცვლილებები სხდომაზე მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, მამუკა მამაიაშვილმა წარადგინა.