ოზურგეთის #2 საჯაროს სკოლის მოსწავლეს მანდატურმა პნევმატური იარაღი უპოვა. შემთხვევა გუშინ მოხდა. როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პნევმატური იარაღი მეათე კლასის მოსწავლეს აღმოაჩნდა.
"მანდატური საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში პირად გასინჯვას ატარებს, ჩაუტარა ეს გასინჯვა მოსწავლეს და აღმოაჩნდა პნევმატური იარაღი." - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
იარაღი არასრულწლოვანს პოლიციამ უკვე ჩამოართვა.
ავტორი: ირმა კურტანიძე