რუსთავის მუნიციპალიტეტმა ლიფტების რეაბილიტაციისთვის 2 000 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.
უცნობია, რა რაოდენობის და რა მისამართებზე მოხდება ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლება.
109 ლიფტის სარეაბილიტაციოდ მუნიციპალიტეტს მანამდე 3 000 000 ლარის ღირებულების ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული, თუ ამ ტენდერით ვისმჯელებთ, თითო ლიფტის რეაბილიტაცია 27 500 ლარი ჯდება, შესაბამისად ახლა გამოცხადებული 2 000 000 მილიონიანი ტენდერით, სავარაუდოდ, 72 ლიფტის განახლება იქნება შესაძლებელი.