ქუთაისში, სპეცოპერაციის შედეგად 7 პირი დააკავეს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია "ინფო იმერეთი" ავრცელებს.
მათი ცნობით, დაკავებულთა შორისაა ბაზარ "ტაბახმელა 2023"-ის დირექტორი. მედიის თანახმად, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულებიდან ერთ-ერთს "ქურდული სამყაროს წევრობას ედავებიან, დანარჩენების დაკავების ზუსტი მიზეზი კი ამ დროისთვის უცნობია.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" მომხდართან დაკავშირებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.