რუსთავი-სადგურის მოედნის ავტობუსები მგზავრებს დღეიდან მოემსახურება

2025-03-17 11:33:58

რუსთავი-სადგურის მოედნის მიმართულებით ავტობუსები მგზავრებს დღეიდან მოემსახურება.

N24 ახალი მუნიციპალური ავტობუსის მარშრუტი ჭყონდიდლის დასახლებიდან, რჩეულიშვილის N10-დან დაიწყება.

ქუჩები რუსთავში, რომელსაც ავტობუსი გაივლის: ჯავახიშვილის, მშვიდობის, დავით გარეჯის, აღმაშენებლის ქუჩებს, მე-12 მიკრორაიონს, გიორგი ლეონიძის, ტაშკენტის ქუჩებს  და ჟიული შარტავას გამზირს გაივლის

თბილისში გაივლის: ვახტანგ გორგასლის ქუჩას,  ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს, ბარათაშვილის, პუშკინის  სახელობის ქუჩებს, რუსთაველის გამზირს, კოსტავას ქუჩას და თამარ მეფის გამზირს.

მგზავრობის საფასური 2,5 ლარია. შეღავათი მოქმედებს სტუნდეტებისთვის, რომლებიც 1,5 ლარად იმგზავრებენ, ხოლო შშმ პირები სრულიად უფასოდ.

თბილისიდან ბოლო ავტობუსი 00:15 საათზე გამოვა.