ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

2025-03-11 12:03:09

გორის გვირაბში მსუბუქი ავტომანქანა ევაკუატორს შეეჯახა.

"ქართლის ამბების" ინფორმაციით, დაშავდა ორი ადამიანი.

გარკვეული დროის განმავლობაში, გვირაბში მოძრაობა შეფერხებული იყო.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.