CO-ს გაჟონვას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

2025-03-10 11:09:22

თბილისში უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრის თქმით, ბიჭი CO-ს ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.

მისივე ინფორმაციით, შემთხვევის დროს ახალგაზრდა სახლში მარტო იმყოფებოდა.

მომხდართან დაკავშირებით დეტალებს საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.