ავარია რუსთავი-თბილისის ავტობანზე [video]

2025-03-07 18:32:47

რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ ავტობანზე ავარია მოხდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ტესლასა" და "ბეემვეს" მარკის ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.