ტბაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

2025-03-07 12:00:24

გორში, ახალბაღის პარკის ტბაში ცხედარი ნახეს. ინფორმაციას "ქართლის ამბები" ავრცელებს.

გარდაცვლილი, სავარაუდოდ, 70 წელს გადაცილებული მამაკაცია.

ცხედარი წყალში მოქალაქემ შენიშნა და პოლიცია გამოიძახა.

ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

[ფოტო: ქართლის ამბები]