თებერვალში რუსთავში 12 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

2025-03-05 18:08:11

თებერვლის თვეში, "ინფო რუსთავის" ობიექტივში, რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრში 12 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხვდა.

სამწუხაროდ, გასულ თვეში, ქალაქში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 6 ადამიანი დაშავდა.

ავარიები დაფიქსირდა კოსტავას, შარტავას გამზირებზე, ლეონიძეზე, კლდიაშვილისა და მარჯანიშვილის კვეთაზე, 9 ძმისა და გურამიშვილის ქუჩების კვეთაზე.

აქედან, ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა, შარტავას გამზირზე მოხდა.