თბილისში, გორგასლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, აღმართზე ტრაქტორი დაგორდა და სამ ავტომობილს დაეჯახა, რა დროსაც ერთი ადამიანი დაშავდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, დაშავებული პაციენტი "ნიუ ჰოსპიტალში" გადაიყვანეს.