"პოლიციის ორ თანამშრომელს ავტომობილით შეეჯახნენ და მიაყენეს დაზიანებები"

2025-03-04 21:46:12

თბილისში, ნინოშვილის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს ორი პოლიციელი დაშავდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმეზე მოსამართლის განჩინების საფუძველზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდნენ, რა დროსაც ორი მოქალაქე არ დაემორჩილნენ სამართალდამცავები და სცადეს გაქცევა, რა დროსაც ორ პოლიციელს ავტომობილით დაეჯახნენ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ნინოშვილის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებას ატარებდნენ,  რა დროსაც ორი მოქალაქე, არ დაემორჩილა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს. მათ საგამოძიებო მოქმედების თავიდან არიდების მიზნით სცადეს გაქცევა, პოლიციის 2  თანამშრომელს ავტომობილით შეეჯახნენ და მიაყენეს  დაზიანებები.  რა დროსაც პოლიციამ განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა.

სამართალდამცველების  მიერ დაკავებულია ორი პირი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  353-ე  მუხლით მიმდინარეობს",- განგვიცხადეს შსს-ში.