ქვემო ქართლში 19 წლის კაცს 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა

2025-03-04 19:43:18

მარნეულის მუნიციპალიტეტში 19 წლის ბიჭს სცემეს.

ადგილობრივი მედიის 24news-ის ინფორმაციით, რამდენიმე პირს შორის სიტყვიერი დამირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა, რა დროსაც სამმა პირმა ახალგაზრდა კაცს სცემეს.

ნაცემი ახალგაზრდა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.